პროექტის
სახელწოდება: „Москва
Златоглавая“
2. პროექტის მთავარი
იდეა: სხვა ქვეყნის კულტურის
მემკვიდრეობა, შესწავლა.
3. პროექტის
აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან
მოსკოვის დაარსების ისტორიას, მის ღირშესანიშნაობებს. გამოუმუშავდებათ ურთიერთთანამშრომლობის, კვლევა– ძიების, ანალიზის
უნარი.
4.პროექტის
მიზნები: ისტ–ის საშუალებით მოიძიებენ
მასალას მოსკოვის კულტურაზე.
5.მონაწილეთა
ასაკი: 15– 16 წლის.
6.ვადები –
ხანგრძლივობა: 7 დღე.
7.მოსალოდნელი
შედეგები– პროდუკტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები წარადგენენ მოპოვებულ ინფორმაციას რუსულ ენაზე.
გაეცნობიან რუსეთის კულტურას
და მოსკოვის დაარსების
ისტორიას.
8.პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, სურათები, ფურცლები,
საწერკალმები, ფლომასტერები.
9. ტექნიკური
რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი.
10. პროექტის
მსვლელობა.
აქტივობა 1.
თემას ვირჩევ საღელმძღვანელოდან. კლასს ვყოფ 3 ჯგუფად. ჯგუფები
ირჩევენ ლიდერებს. ლიდერები
უნაწილებენ ჯგუფების წევრებს
დავალებებს.
აქტივობა 2.
ჯგუფებს ვაძლევ დავალებებს.
ერთ ჯგუფს ევალება მოიძიონ
ინფორმაცია მოსკოვის დაარსებაზე. მეორე ჯგუფს
ევალება მოიძიონ ინფორმაცია
მოსკოვის ღირშესანიშნაობებზე.
მესამე ჯგუფს
კი ევალება შეარჩიოს
ამ შესანიშნავი ქალაქის სურათები.
აქტივობა
3.
1 დღე. მოსწავლეები
ახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას
და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
აქტივობა 4.
1 დღე. ბუკლეტის
შექმნა მოსკოვზე და მის ღირშესანიშნაობებზე.
აქტივობა 5.
1 დღე
. ჯგუფები იცვლიან
დავალებებს.
აქტივობა 6.
1 დღე ჯგუფებ
შორის კონკურსის ჩატარება
საუკეთესო ბუკლეტის გამოსავლენად.
აქტივობა 7.
1 დღე. პრეზენტაციის,
ბუკლეტის წარდგენა და შეფასება.
11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი.
მიმართულება: კულტურათა
დიალოგი
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო
და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება და ამოიცნობს
სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის,
სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში
ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს, დროშას და სხვა);
·
პოულობს
სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა).
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული
სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ცდილობს დასმული ამოცანების
გადაჭრას;
- ქმნის რესურსებს და იყენებს
მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს
და სხვა).
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული
ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე
დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
·
მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში
მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, სათამაშოების ან ცხოველების
აღმნიშვნელ სიტყვებს და ა.შ.);
·
ტექსტში პოულობს ილუსტრაციის
შესაბამის მონაკვეთს;
·
მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ
ინფორმაციას (მაგ., როგორი, ვინ, რა ფერის,
რამდენი);
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
·
უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·
თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·
მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
უცხ.დ.IV.15. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურული და
სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
პოულობს სოციოკულტურულ კონტექსტებში
(მაგ., დღესასწაულები, სკოლა,
გართობა, ოჯახი და სხვა) გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს.
უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს
შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს
რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას როგორც
სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა,
მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) მეშვეობით;
·
იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის
შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,
ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სხვებს აცდის პასუხს;
·
თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა
ძლიერი;
·
მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
·
მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში;
·
კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
·
მონაწილოებს ჯგუფში მუშაობის
მარტივი წესების შემუშავებაში და ცდილობს
მათ დაცვას;
·
ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას
ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·
შეძლებისდაგვარად ეხმარება ჯგუფის
წევრებს.
უცხ.ს.I.30. მოსწავლეს შეუძლია
მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს დავალების
წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
·
გამოკვეთს
დავალების განხორციელების ეტაპებს;
·
განსაზღვრავს
იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
·
განსაზღვრავს,
თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
·
განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება,
კონსულტაცია.
12.პროექტის
ხელმძღვანელი: ქეთევან ანდღულაძე.
13. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: qetevanandguladze
@ gmail.com.
No comments:
Post a Comment